მიწისძვრა ოკლაჰომას შტატში

ოკლაჰომის შტატში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

cbsnews.com

ოკლაჰომას შტატში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ოკლაჰომა სითის ჩრდილო-აღმოსავლეთით 120 კილომეტრის დაშორებით იყო, ბიძგები ქვეყნის კიდევ 6 შტატში იგრძნობოდა. ეკოლოგები რაიონის სეისმურად გააქტიურებას იქ ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესში სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირებენ. მიწისძვრას მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა არ მოჰყოლია. 

კომენტარები