Samsung-მა ახალი ფლაგმანი სმარტფონის, Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა, ამის მიზეზი ბატარეასთან დაკავშირებული პრობლემებია, რის გამოც სმარტფონები ფეთქდება.
Note 7-ის ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ დატენვის შემდეგ სმარტფონი კვამლის გამოშვებას იწყებდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი ეკიდებოდა და ფეთქდებოდა. 2 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში 35 Note 7 აფეთქდა.
Samsung-მა სმარტფონის გაყიდვები ორი კვირით შეაჩერა, მოცემულ ვადაში ყველა ტელეფონის ბატარეას გამოცვლიან. Samsung ასევე ელემენტის გამოცვლას უკვე გაყიდულ სმარტფონებზეც გეგმავს.
ფეთქებადი ბატარეების გამო Samsung-მა უკვე $7 მილიარდი დაკარგა, რაც კომპანიის აქციების 3.5%-ით გაუფასურებამ გამოიწვია.