ვალერი კვარაცხელია არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. ის ერთიანი კომუნისტური პარტიის პირველი ნომერი იქნება.
როგორც ცნობილია, ცესკო-მ გუშინ მისი პარტია "კვარაცხელია - საქართველო" რეგისტრაციიდან მოხსნა. ამის მიზეზი საჯარო რეესტრის მონაცემებში პოლიტიკური სუბიექტის ხელმძღვანელი პირის მონაცემების არარსებობა გახდა.
კვარაცხელიას მოსაზრებით, რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო მიღებული, ვინაიდან მისი პარტია პრორუსული ორიენტაციისაა.