დემურ სტურუას საქმე

ვოლსკი: ვის მიმართაც ბრალდება არსებობს, არ შეიძლება მყისიერად იქნეს დაკავებული

არიან ადამიანები, მათ შორის, საზღვარგარეთ წასულები, რომელთა პოვნა დღემდე ვერ ხერხდება. მახსოვს, ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც მიმალვაში იყვნენ და ადრე თუ გვიან, მათ გამოავლენენ და დააკავებენ. ვერ გეტყვით, დროულად მოხდა თუ არა რეაგირება, ჯობია, მას შეეკითხოთ, ვისაც გამოძიება მიყავს. ვფიქრობ, ადამიანი, როდესაც მის მიმართ ბრალდება არსებობს, არ შეძლება მყისიერად იყოს დაკავებული. გამოძიებამ აჩვენა, რომ არსებობს სერიოზული მტკიცებულებები. ადამიანი მიმალვაში იმყოფება თუ არა, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. ცნობისთვის, ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე მიიმალა.

კომენტარები