სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული გ.მ. ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მესტიის რაიონში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 19 ნოემბერს, თბილისის ზღვის მახლობლად, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მისი დის მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლით).





