არჩევნები 2016

ირაკლი ალასანიამ ოთხი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი წარადგინა.

თავისუფალი დემოკრატების ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლიტერატურათმცოდნე ქეთევან ენუქიძე იქნება, დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი, დედოფლისწყაროს საკრებულოს ყოფილი წევრი ლევან ჯამალაშვილი. 

თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის გაერთიანებულ ოლქში თიანეთის ყოფილი გამგებელი მალხაზ დავითაშვილი იქნება, ხოლო საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - საჩხერის საკრებულოს წევრი ოლეგ არჯევანიძე.

კომენტარები