გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე - მომდევნო კვირა დღეს საპრეზიდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, მოსახლეობის 10.5% ამჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ასახელებს, 9.1% ენმ-ის ლიდერ დავით ბაქრაძეს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს - 6.9%, ირაკლი ალასანიას - 4.8%, 3-3.6% აქვთ გიორგი კვირიკაშვილსა და პაატა ბურჭულაძეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2-18 აგვისტოს პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 2 200 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. კვლევის დამკვეთი ტელეკომპანია რუსთავი 2-ია და მას ერთ-ერთი მსხვილი ამერიკულ-გერმანული კვლევითი ორგანიზაცია GfK ატარებს.





