გერმანია

გერმანიაში შესაძლოა, სახის დაფარვა ნაწილობრივ აიკრძალოს

Getty Images

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზიერის თქმით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, აიკრძალება სახის დაფარვა ზოგიერთ ადგილში, მათ შორის სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სამთავრობო ოფისებსა და დემონსტრაციებზე.

დე მეზიერის თქმით, ნაწილობრივი აკრძალვა უსაფრთხოების დაცვას ხელს შეუწყობს. მისივე განმარტებით, ბურკა გერმანულ კულტურაში არ "ჯდება" და სწორედ ამიტომ, ითხოვენ სახის ჩვენებას.
აღნიშნულ ინიციატივას მხარი ბერლინის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით, საფრანგეთის ქალაქ კანის მერმა, დევიდ ლისნარდმა, პლაჟზე საცურაო კოსტიუმის, ბურკინის ტარება აკრძალა.

კომენტარები