ჩრდილოეთ კორეა მოუწოდებს შიმშილის პირას მყოფ მოსახლეობას, მეტი ძაღლის ხორცით იკვებონ, რადგან ის "წიწილის, ძროხის, იხვისა და ღორის ხორცთან შედარებით მეტ ვიტამინს შეიცავს". ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეულ მედიაშია საუბარი.
როგორც DPRK today-ზე საუბრობენ, კიმ ჩენ ინის ქვეყანაში ძაღლის ხორცს თვლიან ტრადიციულ, იმუნიტეტის ასამაღლებელ საკვებად. ასევე ამბობენ, რომ აუმჯობესებს კუჭისა და ნაწლავების ფუნქციონირებას.
DPRK today-ზე ასევე ახსნილია, რომ უკეთესი გემოსთვის ძაღლი სიკვდილამდე უნდა სცემონ და შემდეგ გაატყავონ.
ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, ფხენიანში ძაღლის ხორცის რესტორანი გაიხსნა, "რომლის კერძებიც უნიკალურია".





