ქართული ოცნება

უსუფაშვილი: ივანიშვილს უნდა წასვლა არჩევნების შემდეგ, ეს ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს

ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ არის აი, იმ ვითარებაში, სადაც არის... თუმცა მე ვიცი და მჯერა, რომ მას უკვე ნამდვილად უნდა წასვლა ამ არჩევნების შემდეგ, იმ როლიდანაც კი, სადაც ამ ეტაპისთვის არის და მე ეს მაწუხებს. მაწუხებს იმიტომაც, რომ ამომრჩეველი, რომელიც 8 ოქტომბერს მივა ხმის მისაცემად, ეს კარგად უნდა გაიაზროს. ხმას აძლევს მაგალითად "რესპუბლიკურ" პარტიას უსუფაშვილიან, ხიდაშელიანად და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას", რომელსაც ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება? არ მინდა, ვინმემ სხვანაირად გამიგოს, ან შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს. რადგან, პოლიტიკურად თუ "ქართულ ოცნებას" გამოვაკლებთ ივანიშვილს და საძალაუფლებო ბერკეტებს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება, არც პოლიტიკურად, არც ორგანიზაციულად. დარჩება რამდენიმე საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ "ქართული ოცნება" მმართველი პარტია ვეღარ იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გადაცემა რვიანში.

კომენტარები