სამწუხაროდ, დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის აქტიურ პოლიტიკაში. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არის "რესპუბლიკური" პარტიის კონკურენტი "ქართული ოცნების" არა მარტო დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, არამედ ლოგოც, სიმბოლოც, ლიდერიც, არჩევნების იმედიც, პროგრამაც და საერთოდ ყველაფერი. ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მას უნდოდა წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ არის აი, იმ ვითარებაში, სადაც არის... თუმცა მე ვიცი და მჯერა, რომ მას უკვე ნამდვილად უნდა წასვლა ამ არჩევნების შემდეგ, იმ როლიდანაც კი, სადაც ამ ეტაპისთვის არის და მე ეს მაწუხებს. მაწუხებს იმიტომაც, რომ ამომრჩეველმა, რომელიც 8 ოქტომბერს მივა ხმის მისაცემად, ეს კარგად უნდა გაიაზროს. ხმას აძლევს მაგალითად "რესპუბლიკურ" პარტიას უსუფაშვილიან, ხიდშელიანად და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას", რომელსაც ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება? არ მინდა, ვინმემ სხვანაირად გამიგოს, ან შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს. რადგან, პოლიტიკურად თუ "ქართულ ოცნებას" გამოვაკლებთ ივანიშვილს და საძალაუფლებო ბერკეტებს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება, არც პოლიტიკურად, არც ორგანიზაციულად.
დარჩება რამდენიმე საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ "ქართული ოცნება" მმართველი პარტია ვეღარ იქნება.
ქართული ოცნება
უსუფაშვილი: ივანიშვილს უნდოდა წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხა





