არჩევნები 2016

ქართველი იმამი პოლიტიკოსებს: არ აწარმოოთ აგიტაცია არც მეჩეთში, არც მის ეზოში

სოფელი ჭელა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მეჩეთის იმამი, ჯამბულ აბულაზე, პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია მუსლიმთა ლოცვის დროს, არც მეჩეთში და არც მეჩეთის ეზოში. 

"მიმართვა საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას!

მეგობრებო! ყველამ ვიცით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაა და შესაბამისად, ყველა პარტია აწარმოებს სააგიტაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.

ძმებო! მოგმართავთ თხოვნით ყველა მათგანს, ნუ გამოიყენებთ ბოროტად თქვენს საარჩევო კამპანიას და მოგვეცით საშუალება ნორმლურად აღვასრულოთ პარასკევის ლოცვა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, პარტიების წარმომადგენლებს აქვთ მცდელობა პარასკევ დღეს თვითნებურად ან, ზოგიერთ შემთხვევაში, თავიანთი აგიტატორების მოწვევით მოვიდნენ მეჩეთში (მეჩეთების ეზოში) და აგატიაცია აწარმოონ. მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესი შეურაცყოფა მოქალაქებისა.

განვმარტავ და შეგახსენებთ, რომ ვინაიდან და რადგანაც პარასკევი დღე არის ყველა მუსლიმისათვის მეჩეთში თავშეყრისა და კოლექტიურად ლოცვის აღვლენის დღე. პარასკევ დღეს იკითხება ხუთბე და აღევლიონება ლოცვა ვედრება.

შესბამისად ყოველ პარასკევს ადამიანები იკრიბებიან ლოცვის აღსავლენად და არა რომელიმე პარტიის აგიტაციის მოსასმენად.

გარდა ამისა, მეჩეთში ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამაინი იმყოფება და შესაბამისად, გააჩნიათ თავიანთი შეხედულეები კონკრეტული პარტიიისა თუ ადამაინების მისამართით. ასეთი შეხვედრებს კი ყოველთვის ახლავს აზრთა სხვაადსხვაობა, რომელიც იწვევს დაპირისპირებას, პოლემიკას, შეურაცყოფას ერთმანეთის მიმართ. ეს კი ეწინააღმდეგება როგორც მორალურ ასევე ადამიანურ ღირებულებებს. მე კი, როგორც მეჩეთის წინამძღვარი, თუნდაც სამლოცველოს ეზოში არასდროს დავუშვებ მსგავს აურზაურსა თუ აყალმაყალს.

შეგახსენებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივი ეცით ადამაინების უფლებებს, მათ მიეცით თავისუფალად გამოხატონ და აღასრულონ რელიგიური ვალდებულება.

უნდა დასრულდეს საქართველოში სამლოცველოების პოლიტიკურ ტრიბუნად თუ არენად გამოყენება. ჩემთვის ერთნაირად მიუღბებელი ნებისმიერ სამლოცველოში თუ სამლოცველოს ეზოში სალოცავად მისული ადამაინებისათვის პოლიტიკური სუბიექტების მიერ პოლიტიკური აგიტაცია-პროპაგანდა.

ჩემო ძმებო! ისე არავინ გაგოს, თითქოს მე ვუკრძალავდე ადამაინებს სამლოცველოშო მოსვლას. თუ კონკრეტულად, კონკრეტულ ადამიანს, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა სურვილი აქვს ნახოს მეჩეთი, დაათვალიეროს ან მოილოცოს ის. აინტერესებს თუ როგორ სრულდება რიტუალები და ა.შ. მე თვითონ გავუწევ გიდობას და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ოღონდ , ეს არ უნდა იყოს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული.

ასევე მივმართავ სამუფთო სამმართველოს მუფტს ბატონ ბეგლარ ქამაშიძეს გააკეთოს შესაბამისი განცხადება და გვერდით დაუდგეს მეჩეთების წინამძღვრებს. მიუთითოს ყველა იმამს შეასრულონ მხოლოდ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და არ აყვნენ ამბიციებს.

მეგობრებო! იმისათვის, რომ დავიცვათ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპები. არ მივაყენოთ შეურაცყოფა ადამინებს, გავუფრთხიდეთ მათ ღირებულებებს, საჭიორა ყველამ ერთად დავიცვათ ელემენტარული პრინციპები.

შეგახსნებეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მსგავსი აგიტაციისა და პროპაგანიდა აღსასრულებლად არსებობს შესაბამისი ადგილები სოფლებისა და საკრებულოების ცენტრებში. არსებობს შესაბამის იფრასტრუქტურაც რომლის გამოყენებც კანონით ნებადართულია და შესაძლებელია მსაგვისი შეხვედრების დროს.

შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, თქვენი საარჩჩევნო კამპანია დაგეგმოთ უფრო ღირსეულად ვიდრე ასეთი ფორმით. თუ საზოგადეობასთან შეხვედრის სურვილი გაქვთ თქვენი კოორდინატორების მეშვეობით ჩანიშნეთ სპეციალურად მათთან შესახვედრად ადგილი, (გარდა სამლოცველოებისა და კანონით გათვალისწინებული აკრძალული სხვა ადგილებისა) დღე, საათი და თუ ადამაინესბ სურვილი ექნებათ, აუცილებლად მოგისმენენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან რამდენიმე არჩვნები გამოვიარეთ. ვფიქრობ, დადგა დრო გადავიდეთ განვითარების უფრო ცივილურ ფორმებზე და ქუჩებიდან, ეზოებიდან გადავინაცვლოთ დარბაზებში და ეს სამარცხვინო ისტორია წარსულსს ჩაბარდეს. დროა საზოგადეობასთან უფრო ცივილური ფორმით იკონტაქტოთ. მიმაჩნია, რომ საზოგადეობა ამ კუთხით საკმაოდ გაიზარდა. პროგრესი განიცადა.

ვინაიდან და რადგან ჩვენ მუსლიმი საზოგადეობა ვართ ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განვითრებისაკენ. გვაქვს სურვილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ და უფრო მეტად განვავითაროთ ქვეყანა. ამიტომ, სურვილი გვაქს მოგიწოდოთ - დროა გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე. კერძოდ: თუ ნამდვილად გაქვთ სურვილი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს საზოგადეობას, გაქვთ სასაუბრო მათთან მაშინ უნდა შეგახსენოთ თუ როგორ ხდება ცივილურ ქვეყნებში პროგრამების წარდგენა.კერძოდ:

ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია ჩააბაროს საზოგადეობას თავის ამომრჩეველს მათ მიერ გაწეული სამუშაო ანგარიში თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ გასული ოთხი წლის განმავლობაში.

უნდა წარადგინონ ჩვენი ქვეყნის განვითრების მათეული ხედვა.


ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების სტარტეგიული გეგმა.

უნდა იახლონ კომპეტენტური პასუხისმგებელი პიროვნებები, რომლებიც დაასაბუთებენ წარდგენილი ანგარიშის ასევე უნდა დდადასტურონ რა წვილი მიუძღვით, ან ახლა აქვთ სურვილი შეიტანაონ ქვეყანას დემოკრატიულად განვითარების გზაზე.

რაც შეეხება ამომრჩველს, ანუ საზოგადეობას, მათა სრული უფლება აქვთ დაესწრონ ან არ დაესწრონ კონკრეტული პოლიტიკური სიბიექტის მოხსენებას. დაიჯერონ ან არ დაიჯერონ. ნდობა გამოუცხადონ ან უარით გაისტუმრონ.

ჩემთვის, როგორც მეჩეთის წინმაძღვარისთვის, ფასუელია ყველა ადამიანის აზრი, შეხედულება და პოზიცია.

პატივსს ვცემ ნებისმიერი ადამიანის არჩევანს. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ჩემთვის თანაბრად ძვირფასია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრ მათგანს არ ვეთანხმებოდე და რადიკალურად განსხაავბული აზრი გამაჩნდეს სხვადასხვა საკითხებში. მიმაჩნია, რომ არცერთი საქართველოს მოქალაქე არ გვყავს დასაკარგი. ასევე პატივს ვცემ ჩემი მრევლის თითეული წევრის არჩევანს.

მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის აზრს აქვს არსებობის უფლება. მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქეს, ყოველთვის გამაჩნია და მაქვს ჩემი სუბიექტური ჩამოყალიბებული აზრი, პოზიცია სხვადასხვა საკითებთან დაკავშირებით. კარგად ვხედავ და მესმის ვინაა ქვეყნის მოყვარე და მტერი. მაგრამ არასდროს ვსაუბრობ პოლიტიკასა და მის პროცესებზე მეჩეთში. შესაბამისად მოვითხოვ პატივისცემას პოლიტიკოსებიდანაც და ვთხოვ ნუ აქცევენ სამლოცველობს პოლიტიკური სცენების ასპარეზად.

აქედან გამომდინარე გისურვებთ წარმატებებს. ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი თუ პოლიტიკური გაერთიანება ვინც ქვეყანაში ადამაინურ ღირებულებებზე დამყარებულ სახელმწიფოს აშენებს. სურვილი აქვს, რომ ააშენოს. ზრუნავს მათი კეთილდღეობისათვის ქვეყნის საკეთილდღეოდ. პატივს სცემს რწმენას, იცავს და უფრთხილდება რელიგიურ სამლოცველოებს. ყველა ადამიანის სულიერ ღირებულებებს. პატივს სცემს კონსტიტუციას.

მიმაჩმია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გვეყოლება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მით უკეთესი.

იმედს ვიქონიებ, რომ სწორად იქნება გაგებული და მახრდაჭერილი ჩემი, ეს განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისა თუ პიროვნებებისაგან.

ჩვენ სასულიერო პირბს გვჯერავს და გვწამს ღმერთის და მისი სამართლიანობის. ვისაც ინებებს ( სამართლიანებს) აღამაღლებს, ვისაც ინებებს (უსამართლოებს) დაამდაბლებს. ყველაფერი ძალაუფლება მის ხელშია.

პატივისცემით ჯამბულ აბულაძე. ჭელის მეჩეთის წინამძღვარი".

კომენტარები