როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დრო ჯგუფებად დაყოფისა, ეს საშიში ფრაზებია, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ ქვეყანაში 70 წელი ვცხოვრობდით. იმას საბჭოთა კავშირი ერქვა, სადაც ერთი პარტია იყო. შემდეგ მოქალაქეთა კავშირს ჰქონდა ეს ამბიცია, შემდეგ აღორძინებას, შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას. ყველამ ძალიან ცუდად დაამთავრა... გიორგი კვირიკაშვილი არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩემი ქვეყნის პროგრესი წარმომიდგენია, ამიტომ, მას ერთადერთი რამ შემიძლია ვურჩიო - არ ვიცი, მას ვინ უწერს სიტყვებს, მაგრამ ხანდახან გამოსვლამდე გადაიკითხოს ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ბოლშევიკური ტექსტებია ამ ბოლოს მოჭარბებული მის გამოსვლებში.
tbl.ge/1tpq
დაკოპირდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




