საკონსტიტუციო საასამართლო

პაპუაშვილი ირაკლი შოთაძეს ხვდება

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შესახვედრად პროკურატურაში უკვე მივიდა.

პაპუაშვილს პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, პაპუაშვილი შოთაძეს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.

მთავარ პროკურატურაში ასევე მივიდა გიორგი პაპუაშვილის მოადგილე, კონსტანტინე ვარძელაშვილი, რომლის გამოკითხვაც ამ წუთებში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. მათი ნაწილი უკვე იმყოფებოდა უწყებაში.

კომენტარები