საკონსტიტუციო სასამართლო

პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს, 20:00 საათზე შეხვდება

radiotavisupleba.ge

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს დღეს, 20:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება. 

"მთავრობის მეთაური მზად არის, მოუსმინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრით დღის წესრიგიდან არ იხსნება გიორგი პაპუაშვილის თანამშრომლობის აუცილებლობა პროკურატურასთან, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია. პრემიერის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოზიტიურ როლს არ ასრულებს სასამართლოს იმიჯისა და ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში.

პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ინსტიტუციების დისკრედიტაცია და ყველა ადამიანს, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდებს. პროკურატურა არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ექვემდებარება. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მეთაური ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სურვილს შეხვედრის შესახებ და მის მოსასმენად მზად არის", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გიორგი პაპუაშვილი დღეს პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა, ის არ მივიდა, რადგან, მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე აუცილებელი იყო, პრემიერს შეხვედროდა, "რათა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოძიების ობიექტურობაზე პასუხისმგებლობა აიღოს". მან რამდენიმე დღის წინ მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება

კომენტარები