სამწუხაროდ, არ გავცნობივარ NDI-ის კვლევის შედეგებს, თუმცა კვლევებთან დაკავშირებით მაქვს საკმაოდ საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში მიღებულ რეალობას. ჩვენთვის მთავარია, რომ მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფია უფრო მისაღები, რომელი გუნდია უფრო მისაღები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით.
tbl.ge/1thu
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებზე.
ამავე თემაზე
- NDI: საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას
- NDI: 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს
- NDI: 58% არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს
- NDI: გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა
- NDI: გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად




