თეორემა

რას მოიტანს ძალდატანებითი დედოლარიზაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებას ქვეყანაში დოლარიზაციის დონესთან დაკავშირებით სრულად უჭერს მხარს. პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს, ამიტომაც ეროვნული ბანკის პოლიტიკა დოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით სწორია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე კი ამბობს, - "მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს." ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში დოლარიზაციის შემცირებისთვის რამდენიმე ნაბიჯიგადადგა. მათ შორის გაზაფხულზე სებ-მა ბანკებს ლარში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზევრო მოთხოვნები 7%-მდე შეამცირა (დეპოზტების ის წილი, რომლებიც ბანკების ანგარიშებზე აუცილებლად უნდა იყოს ხელუხლებლად შენახული) შეამცირა, რის გამოც ბანკებს ლარში დამატებითი რესურსები გამოუნთავუფლდათ. დოლარში მოზიდულ სახსრებზე კი მინიმალური სარეზევრო მოთხვნები 5%-ით 20%-მდე გაზარდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზოდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, დოლარში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო და მან ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი.

კომენტარები