ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გავამახვილეთ, რაზეც კომპანია სამოსელი პირველმა იზრუნა და ჩვენი შეკვეთა შეასრულა. ჩემი აზრით, გოგონებიც და ბიჭებიც კარგად გამოიყურებიან და აღლუმზე გამოსვლის დროს გამოჩნდება, რომ ეს ჩვენი ნაციონალური ორნამენტებით მორთული ფორმაა. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და იმედიანად ვართ განწყობილები, რადგან ოლიმპიურ ციკლში კარგი შედეგები გვქონდა.39 სპორტსმენით წავრსდგებით ოლიმპიადაზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 9 ქალი გამოვა, რაც ასევე რეკორდია. ჩვენ მხრივ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა უკვე სპორტსმენებზეა დამოკიდებული ყველაფერი
საქართველოს ოლიმპიური გუნდი
ხაბელოვი: ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას ყურადღება ეროვნულ დეტალებს დაეთმო
tbl.ge/1tbs
დაკოპირდა
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიადაზე გამომსვლელი ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე, MySports.Ge-სთან ინტერვიუში
ამავე თემაზე
- გვახარია: ოლიმპიური კოსტიუმები სტალინური სიმახინჯის აღორძინებაა ყველა სფეროში
- სამოსელი პირველი: კომუნისტური ეპოქის შემდეგ, ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება
- კვაჭანტირაძე: ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ახალგაზრდული და სექსუალური
- საქართველოს ოლიმპიური გუნდის ჩაცმულობაზე ვასაძის "სამოსელი პირველმა" იზრუნა