გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაღუპული. რიცხვი ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
Guardian-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა გახსნა. თუმცა, პოლიციის ცნობით, "საქმე რამდენიმე თავდამსხმელთან აქვთ".
პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათს სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვურსბურგთან ახლოს 17 წლის მიგრანტმა მატარებელში ნაჯახით მგზავრები დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.





