ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ენმ: საკონსტიტუციო სასამართლოა ის სასამართლო, რომელიც ივანიშვილს ხელს უშლის

ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, უტევს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც დარჩა როგორც უკანასკნელი ბასტიონი, იმიტომ, რომ მანამდე დაიქვემდებარა მთლიანად საერთო სასამართლოების სისტემა უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. ახლა, საკონსტიტუციო სასამართლოა ის სასამართლო, რომელიც მას ხელს უშლის, იმისთვის, რომ ადვილად მოახერხოს რუსთავი ორის ხელში ჩაგდება. ეს ყველაფერი არის შავით თეთრზე, ძალიან ნათელია. ერთადერთი გამოსავალია, რომ 8 ოქტომბერს, საქართველოს ამორმჩეველმა, ჩვენმა მოქალაქეებმა ბიძინა ივანიშვილი გავიტუმროთ ხელისუფლებიდან, შევუდგეთ ქვეყნის დალაგებას და მათ შორის, სასამართლო სისტემის 0-დან შექმნას იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ გზას.

 

ენმ-ის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე.

კომენტარები