ქართული ოცნება

პრემიერი: თავდაცვის მინისტრის პოსტზე სესიაშვილი და კახიშვილი არ განიხილებიან

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ პოსტზე ირაკლი სესიაშვილისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები არ განიხილება.

"გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით. ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც მოღვაწეობს. სავარაუდოდ, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის ძალიან კარგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ძალიან ღირებულია იქ, სადაც დღეს მუშაობს", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრის, ოთარ დანელიას კანდიდატურა განიხილება.

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს მას შემდეგ დატოვებს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს დაასრულებს.

კომენტარები