ავტოსაგზაო შემთხვევა ტაივანში

ტაივანში ავტობუსი ბარიერს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია 26 ადამიანი

EPA

ტაივანის ქალაქ ტაოიუანში, ტურისტული ავტობუსი მთავარ გზატკეცილზე ბარიერს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

ავტობუსს ჩინელი ტურისტები აეროპორტში მიჰყავდა. დაღუპულთაგან 24 ტურისტი იყო, ერთი გიდი, ერთიც - ავტობუსის მძღოლი.

კომენტარები