არჩევნები 2016

კობახიძე: დღეს, ქუთაისში, ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია

ტაბულა

"დღეს, 20:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია", - ამის შესახებ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"კამპანიას გახსნის პრემიერმინისტრი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ამავე ღონისძიებაზე დასახელდება იმერეთის მხარის თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი", - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

კანდიდატების წარდგენა 18 ივლისს, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.

კომენტარები