მინდა, მივუსამძიმრო ფრანგ ხალხს ქართველი ხალხის სახელით. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვგრძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს. რაც შეეხება იმ პროცესს, რასაც ჰქვია გლობალური უსაფრთხოება და საქართველოს როლი, საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ამისთვის და ქართველი ჯარისკაცები, ბატონები და ქალბატონები, რომლებიც მსახურობენ ცხელ წერტილებში, ამისთვის თავის სიცოცხლეს დებენ და მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ამ გმირობისთვის. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბუნებრივია, უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება უნდა იყოს დეტალურად ინფორმირებული - რა ვითარებაში როგორ მოიქცენ. სამართალდამცველებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები. საქართველო ამ თვალსაზრისით არის სახელმწიფო, რომლის უშიშროების სამსახურებიც აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეფექტური მუშაობა ამ თვალსაზრისით.
tbl.ge/1szy
დაკოპირდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიცაში მომხდარ ტერაქტზე.
ამავე თემაზე
- საფრანგეთში ნიცის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავეს
- ნიცის ტერაქტის ორგანიზებაში თანამონაწილეობისთვის 5 პირს ბრალი წარუდგინეს
- ნიცაში მომხდარ ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
- სამძიმრის ნიშნად თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში გაანათეს
- ნიცაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ, მისი მეუღლე გარდაცვლილი ნახეს