ტერაქტი ნიცაში

სირაძე-დელონე: საფრანგეთის მოქალაქე ქართველებს დავუკავშირდით, კარგად არიან

გვითხრეს, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრებს, ოთხ პიროვნებას და გვთხოვეს დახმარება. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არიან ქართული წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქეები. თავდაპირველად, ინფორმაცია გვქონდა, რომ ლიონში ცხოვრობდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისინი არიან ნიცაში ანუ იქ ცხოვრობენ უკვე რამდენიმე თვეა. სიახლე არის ის, რომ მათ დავუკავშირდით, არიან კარგად და უსაფრთხოდ. აღმოჩნდა, რომ იყვნენ სახლში და უბრალოდ, სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში ეკატერინე სირაძე-დელონე მოამბესთან ინტერვიუში.

კომენტარები