ტერაქტი ნიცაში

სირაძე-დელონე: ნიცაში ოთხ ქართველს ეძებენ, ისინი საფრანგეთის მოქალაქეები არიან

შემოვიდა ინფორმაცია, რომ ოთხ ქართველს ეძებენ. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ არიან ქართული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეები, რომლებსაც ახლობლები ვერ უკავშირდებიან და საკონსულო, საელჩო ჩაერთო აქტიურად იმისთვის, რომ მათი კვალი მოიძიოს. ისინი მუდმივად ცხოვრობენ ლიონში და გუშინ იმყოფებოდნენ ნიცაში. ოთხივე ერთი ოჯახის წევრები არიან. მე არ დავაზუსტებ სახელებს და გვარებს, რადგან არ მინდა, პანიკა შევქმნა. შეიძლება, საერთოდაც არაფერი არ არის და ახლობლები არ ვანერვიულოთ ტყუილად.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში ეკატერინე სირაძე-დელონე.

კომენტარები