როგორც ჩანს, ხელისუფლება ყოყმანობდა, ამიტომ რაღაც პერიოდში რუსთავი 2-ის საქმე, რომელიც უფრო ადრე უნდა გადაწყვეტილიყო, გაჯანჯლდა, როგორც მინიმუმ, მაგრამ ისევ ვარაუდების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვიტეს, რომ ეს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების რისკად ღირს. ეს თავისთავად ძალიან საგანგაშო და ცუდია. საქართველოს ყველა ხელისუფლებას, რომელიც გვახსოვს ხანდახან მიდრეკილება ჰქონდა, რომ მიეღო არცთუ ისე დემოკრატიული გადაწყვეტილებები, მაგრამ ამავე დროს, რაღაც კრიტიკულ სიტუაციებში, როდესაც ძალიან მძაფრი და ცალსახა განცხადებები მოდიოდა დასავლეთისგან, უკან იხევდა ყოველთვის. ეს შევარდნაძესაც ეხება და სააკაშვილსაც. რაღაც პერიოდებში, თითქოს, ამ ხელისუფლებასაც ეხებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად ნეგატიური იქნება დასავლეთის რეაქცია და ისინი წინასწარ ამას ამბობენ, ისე ჩანს, რომ რ2-ის წართმევისგან და არჩევნების დროს ასეთი რ2-ის არარსებობისგან სარგებელი, მათი აზრით, უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება და საქართველოს დემოკრატიული იმიჯის სრულიად გაფუჭება საერთაშორისო ასპარეზზე.
tbl.ge/1syw
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ნოდია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




