მკვლელობა შტუტგარტში

შტუტგარტის პოლიციამ ერთ-ერთი ფირმის სარდაფში 2 გარდაცვლილი ადამიანი იპოვა

gunmen in stutgart
independent.co.uk

შტუტგარტში მდებარე ერთ-ერთი იურიდიული ფირმის მიმდებარე ტერიტორიაზე გერმანელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიციამ სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში შეიარაღებული მამაკაცის შეჭრის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში შესვლის შემდეგ, პოლიციამ შენობის სარდაფში 2 გარდაცვლილი ადამიანი იპოვა.

გერმანელი სამართალდამცავების მტკიცებით, ერთ-ერთი გარდაცვლილი 75 წლის იურისტია, ხოლო მეორე, 65 წლის გარდაცვლილი კი - მკვლელი. დამატებითი ცნობები შემთხვევის შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. თვითმხილველების ცნობით, სპეცოპერაციის დროს შენობიდან სროლის ხმა ისმოდა, თუმცა სამართალდამცავების რწმუნებით, სპეცოპერაციის დროს მათ იარაღი არ გამოუყენებიათ, პოლიცია არც მკვლელის მიერ ცეცხლის გახსნას ადასტურებს. ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას - რა იყო მკვლელობის მოტივი და რა კავშირი ჰქონდათ გარდაცვლილებს ერთმანეთთან. 

კომენტარები