NATO-ს ვარშავის სამიტი

ხოშტარია: ხელისუფლების გზავნილები საგარეო პოლიტიკაზე არაკოორდინირებულია

ელენე ხოშტარია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ ვარშავის სამიტზე კარგად გამოჩდა თუ რა ტიპის საფრთხედ აღიქვამს ალიანსი რუსეთს და სწორედ ეს ქმნის შესაძლებლობებს საქართველოსთვის ინტეგრაციის გაგრძელების გზაზე. 

"ამ ფონზე, ბუნებრივია როდესაც ჩვენ ვერაფერს კონკრეტულს ვერ ვაღწევთ და დიპლომატიურ რესურს ვხარჯავთ ასეთი ტიპის განცხადებებზე, არჩილ გეგეშიძის განცხადებებს ვგულისხმობ, ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ორიენტაციაში გაურკვევლობა შემოაქვს. როდესაც ჩვენი მთელი დიპლომატიური რესურსი არის მიმართული ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციაზე და ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაზე. როდესაც ჩვენი რესურსი მიმართულია ჩვენი მეგობრების ლანძღვისკენ, რომლებიც მიგვითითებენ, ძალიან სერიოზულ პრობლემებზე, როდესაც ჩვენი გზავნილები მაპთან და NATO-სთან მიმართებაში არის გაურკვეველი, განსხვავებული და სრულიად არაკოორდინირებული საგარეო პოლიტიკაა, ბუნებრივია ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა ეს შესაძლებლობა გვაქვს დაკარგული.", - ამბობს ხოშტარია.

მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა აქამდე არსებული შესაძლებლობები, რაც საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას შეუწყობა NATO-სთან. 

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, როგორ მივიღოთ დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში როგორ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯი წინ NATO -სკენ, როგორ გადავიდეთ ინტეგრაციის ახალ ეტაპზე, როგორ გავაძლიეროთ კონკრეტულად ჩვენი თავდაცისუნარიანობა, იმიტომ, რომ ეს შესაძლებლობა ოთხი წელია, დიდი ხანია, უკვე არსებობს - ზოგადი ჩარჩო, თავდაცისუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობა ამერიკასთან, NATO -სთან, ეს უკვე იყო გახსნილი შესაძლებლობა, რომელიც ვერ მივიყვანეთ კონკრეტიკამდე, მათ შორის ამ სამიტზე. 
ჩვენ ასევე გვაქვს ხედვა, როგორ გახდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენი უსაფრთხოების თემა საერთაშორისო საზრუნავი. დღეს სამიტის დეკლარაციაში უდიდესი ნაწილი ეთმობა რუსეთის საფრთხეს, ჩვენი კონფლიქტი არაა ამ კონტექსტში მთავარი აქცენტი. არაა განმსაზღვრელი საკითხი. სწორედ ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამაზე იქნება ორიენტირებული ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ ჩვენი უსაფრთხოების საკითხი გახდეს საერთაშორისო საზრუნავი ამერიკის, NATO-სი და ყველა ჩვენი პარტნიორის.", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარშავის სამიტის შედეგები რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში შეაფასა. 

კომენტარები