კრიმინალი

თელავში, შვილმა მამა დაჭრა

თელავში, შვილმა მამა მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება თელავის რაიონულ საავადმყოფოში გაუწიეს.

რუსთავი 2 ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამა-შვილი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მათ შორის დაპირისპირება ოჯახური კონფლიქტის გამო დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები