Brexit

შოტლანდიაში შესაძლოა, დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი ჩატარდეს

diversitytoday

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯენმა განაცხადა, რომ შოტლანდიის ევროკავშირიდან გაყვანა მისივე ნების საწინააღმდეგოდ არადემოკრატიული პროცესია, ამიტომაც, შოტლანდიის მთავრობა დაიწყებს ახალი საკანონმდებლო აქტის მზადებას დამოუკიდებლობის ახალი რეფერენდუმისთვის.

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის მანიფესტში ნათქვამია, რომ შოტლანდიის პარლამენტს აქვს უფლება, ჩაატაროს ახალი რეფერენდუმი, თუკი მოხდება არსებითი და მნიშვნელოვანი ცვლილებები იმ გარემოებებში, რასაც 2014 წელს მიაღწიეს. სტარჯენის თქმით, ასეთ ცვლილებად მიიჩნევა შოტლანდიის ევროკავშირიდან გაყვნა მისივე ნების საწინააღმდეგოდ.

"აშკარაა, რომ მეორე რეფერენდუმი უნდა დაიდოს მაგიდაზე და ის მაგიდაზეა", - თქვა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა.

შოტლანდიის მთავრობა ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტარჯენის თქმით, მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბება შაბათს და თავად სამშაბათს გააკეთებს განცხადებას.

ცნობისთვის, შოტლანდიის მოსახლეობის 62%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმი გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის თაობაზე შოტლანდიაში 2014 წლის სექტემებერში ჩატარდა. მაშინ მონაწილეთა 55.7%-მა შოტლანდიის დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები