ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: ნასაკირალში მოსახლეობამ ქართული ოცნება დასაჯა, ენმ-მ ამიტომ მოიგო

ანალიზი გავაკეთე, კი არ შემეშალა. ნასაკირალზე მათ სხვა მიზეზით არ მოუგიათ. ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა ორგანიზება და უფრო მეტად მოსახლეობამ დასაჯა იმიტომ, რომ წინა კანდიდატმა, ვინც დიდი უპირატესობით მოუგო ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელს, იგივეს, ვინც ახლა მონაწილეობდა, ეს არ აპატიეს და მოსახლეობამ გადაწყვიტა ამ მიზეზით და იქ ნაციონალურ მოძრაობას არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია.

ბიძინა ივანიშვილი ტაბულას კითხვაზე, "თქვენ თქვით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე 9 ოლქიდან 1 მოიგო. ეს ასე არ ყოფილა, არ ვიცი, ამ არასწორ ინფორმციას ვინ გაწვდით. 9 ოლქიდან 4-ში ჰყავდა ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი და 2 მოიგო".

კომენტარები