დაიცავი თავისუფლება

კობახიძე: არ მგონია, რომ ახალციხეში კონცერტის მიზანმიმართულ ჩაშლას აქვს ადგილი

მე ვერ გეტყვით, თვითმართველობას რა პრობლემა ჰქონდა. ეს არის ის საკითხი, რაც უნდა მათ გადაწყვიტონ. რაიმე ხელოვნური დაბრკოლება ბუნებრივია, არ უნდა შეექმნას არავის. მშვიდობიანი შეკრების, აქციის, კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს ქვეყანაში იმ წესის დაცვით, რა წესიც არსებობს თუ ეს დადგენილი აქვს. ამ შემთხვევაში. რაღაც განსაკუთრებულად თვითმართველ ორგანოს. ყოველ შემთხვევაში, მე მგონი, მოგვარებადია ეს და რაღაც მიზანმიმართულ ჩაშლას ნამდვილად არ ვთვლი, რომ აქ ადგილი აქვს.

ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტის ჩატარებაზე ახალციხის მერიის უარზე.

კომენტარები