ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი ილია ჭავჭავაძესთან შედარებაზე: თუ მცოდნოდეს, უსინდისო ვიყო

მთავრობის ადმინისტრაცია

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, შევა თუ არა მომავალ პარლამენტში მანანა კობახიძე, რომელმაც ივანიშვილის ღია წერილი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკას შეადარა და, ზოგადად, როგორ რეაგირებს, რამდენად სიამოვნებს ასეთი კომპლიმენტები.

"თუ მცოდნოდეს, უსინდისო ვიყო. არ ვარ პატარა ბიჭი, რომ ასეთი კომპლიმენტებით აიყვანო ან პირიქით, წყობიდან გამოიყვანო. ნაკლებსაინტერესოა ჩემთვის", - თქვა ივანიშვილმა. მისი მოსაზრებით, მომავალი მოწვევის პარლამენტში მანანა კობახიძე მანდატს იმსახურებს.

კომენტარები