ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: თუ არჩევნებზე მხარდაჭერა ნახევარზე ნაკლები იყო, დაგემშვიდობებით

მხოლოდ ეს მამოძრავებს, ვალდებულების განცდა მაქვს, რომ ჩემი სჯერა საზოგადოებას და მე არ უნდა ვუღალატო და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი ის და დავეხმარო და დავუდგე და ვაჩვენო ჩემებურად და არგუმენტირებულად, როგორ ვხედავ და როგორ უნდა იყოს. დარწმუნებული, რა თქმა უნდა, ამაში არ შეიძლება, რომ ვიყო. მე ესე მგონია. ამის გამოცდა იქნება არჩევნები, ვთქვათ, როგორიც იქნება. თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, გარწმუნებთ, რომ... ახლა 5 000 კაცს ნებისმიერი პატარა პარტიაც აგროვებს და ეს არ მექნება ამბიცია, რომ იმ 5 000 კაცს არ ვუღალატო. როგორც ვნახავ, რომ ნახევარზე ნაკლებზე წამოვიდა ვთქვათ ის პოზიცია და არ დაუჭირა საზოგადოებამ მხარი, თქვენც დაგემშვიდობებით იქ და საზოგადოებასაც და მე დავუბრუნდები ჩემს, ვთქვათ, სურვილებისაებრ ცხოვრებას, როგორიც მსურდა და სადაც ვიყავი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები