ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: გვარამია ხშირად უზრდელობს და მაგიტომ გამოაძევეს სასამართლოდან

თქვენი სურვილია და თქვენ გაქვთ ნება იმისა, რომ ჩვენ სასამართლო პროცესების გარჩევა დავიწყოთ საჯაროდ, ტელევიზიებში, რაც ძალიან რთულია, ჩემი აზრით, შეუძლებელიცაა. ეს სპეციალობას მოითხოვს, მას სპეციფიკა აქვს თავისი და ჟურნალისტებს, შეიძლება, ვინმე არის იურიდიული განათლების და სასამართლოც კარგად იცის, ვთქვათ, შეიძლება შევიდეს პოლემიკაში. მე მინდა, სხვათა შორის, თქვენი კითხვა კიდევ უფრო გავაფართოვო და დავამატო აშშ-ის ელჩის განცხადებაც. თქვენი მცდელობა, ვთქვათ, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ახლა დავჭრათ, რამდენად სწორად იქცევა სასამართლო და იმის ამონარიდის თქმის სურვილიც არ მაქვს, რომ იქ თქვენი დირექტორი ძალიან ხშირად უხეშ სიტყვებს ამბობს და უზრდელობს და მაგიტომ გამოაძევეს სასამართლოდან, ესეც არ მინდოდა, რომ გამეხსენებინა, რამეთუ მე არ ვაპირებ შეფასებას სასამართლო ქმედების. სასამართლო მისთვისაა და ეს არის ორგანო და ეს არის თავისუფალი... ძალიან იშვიათად [ვაკვირდები]. მონიტორინგს ვუყურებ, ვკითხულობ. უფრო მეტს ვკითხულობ, ვიდრე ვუყურებ და ამონარიდებიდან სწრაფად ვახერხებ, მივიღო ზოგადი ინფორმაცია, რაც მჭირდება. ის, რომ სასამართლო მთლიანად მიბმული იყო პროკურატურაზე და როგორც იმართებოდა, პოლიცია როგორი იარაღი იყო საზოგადოებისთვის იმ ხელისუფლების ხელში და ესე შემდგომ. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები