ტერორიზმი

СБУ: უკრაინის საზღვარზე დაკავებული პირი საფრანგეთში ტერაქტებს გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გასულ თვეში მათ მიერ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე, 25 წლის გრეგორი მუტო, საფრანგეთში ევრო 2016-ის დროს 15 ტერაქტს გეგმავდა.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილი გრიცაკის თქმით, დაკავებულის მიერ დაგეგმილი თავდასხმების მოტივი მისი ულტრანაციონალისტური შეხედულებები იყო.

დაკავებულს უამრავი იარაღი, დეტონატორი და 125 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება TNT აღმოუჩინეს.

კომენტარები