ყადაღა

ფინანსთა სამინისტრო საბანკო ანგარიშებს სასამართლოს გარეშე ვეღარ დააყადაღებს

AP Photo

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კომპანიების საბანკო ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს გარეშე აღარ შეეძლება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში 2 ივნისს დამტკიცდა. 

"შემოსავლების სამსახური, აუცილებლობის შემთხვევაში, ისევ დაადებს ყადაღას ანგარიშებს, ოღონდ 48 საათის პერიოდში სასამართლოსგან უნდა მიიღოს თანხმობა. თუკი სასამართლოსგან თანხმობის მიღება ვერ მოხდება, ყადაღა ავტომატურად გაუქმებულად ჩაითვლება", - ამბობს ხადური. 

ბიზნესასოციაციებში ფიქრობენ, რომ ცვლილებები ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა აქვე იმასაც ამბობენ, რომ სასამართლო ხშირად იმ გადაწყვეტილებას იღებს, რა სარჩელსაც შემოსავლების სამსახური წარადგენს. 

ამ ცვლილებასთან ერთად საგადასახადო კოდექსში ამოქმედდა ცვლილება, რომლითაც დაახლოებით 100 ათას გადამხდელს ჩამოეწერა 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და 2013 წლამდე დარიცხული ყველა საგადასახადო სანქცია (საურავი), თუკი კომპანიები თანხმობას გამოთქვამენ ძირითადი თანხის (რისთვისაც მათ წინააღმდეგ შემოსავლების სამსახურმა დავა დაიწყო) გადახდაზე. ჩამოწერილი გადასახადების მოცულობა 2 მილიარდ ლარამდეა.

კომენტარები