საყოველთაო ჯანდაცვა

ხარჯვის ამ ტემპით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2016 წლის 2 ნოემბერს ამოიწურება

ტაბულა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული (154 დღე) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე სულ 275 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დღეში 1.78 მილიონ ლარს შეადგენს. წლის ბოლომდე ხარჯვის ამ ტემპის გაგრძელების შემთხვევაში პროგრამის ბიუჯეტი 320 დღეში, ანუ 2 ნოემბერს ამოიწურება.

საყოევლთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაახლოებით 55 მილიონი ლარი იხარჯებოდა, თუკი ხარჯვა ამ ტემპით გაგრძელდა მას წლის ბოლომდე 660 მილიონი ლარი ეყოფა, პროგრამის ბიუჯეტი კი ამაზე 90 მილიონი ლარით ნაკლებია. იმ შემთხვევაში თუ პროგრამის ბიუჯეტი 2 ნოემბერს მართლაც ამოიწურება მისი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ბიუჯეტის კორექტირება გახდება საჭირო.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი გასულ წელსაც არ ეყო. პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს კი მთავრობამ ბიუჯეტით ამაზე მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტი გაითვალისწინა.

კომენტარები