დიდი შვიდეულის სამიტი

იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტი გაიხსნა

AFP

დღეს იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტი გაიხსნა. 2016 წლის სამიტს იაპონიის პრემიერმინისტრი შინზო აბე უმასპინძლებს.

იაპონიაში უკვე ჩავიდნენ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

სამიტის გამო, იაპონიაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, სამიტის უსაფრთხოებას 23 000-ზე მეტი პოლიციელი იცავს.

ქვეყნების ლიდერები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ დავებზე, ბირთვულ იარაღზე, მიგრანტებსა და ენერგეტიკაზე იმსჯელებენ. სამიტზე განიხილავენ ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკასაც.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰიროშიმაში ჩავა და ის გახდება ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ამ ქალაქს ეწვევა.

კომენტარები