22 მაისის შუალედური არჩევნები

ბაქრაძე: ქართული ოცნების ანგარიშსწორებას ამომრჩეველმა პასუხი გუშინვე გასცა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, გუშინ სამეგრელოსა და გურიაში პარტიის კანდიდატების გამარჯვება, საქართველოს მომავლისთვის "ძალიან დიდი შემობრუნების" დასაწყისია.

"მინდა, გამოვეხმაურო გუშინ გამართული არჩვენების წინასწარ შედეგებს. მიმაჩნია, რომ ის, რაც გუშინ მოხდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი საქართველოს მომავლისთვის. ვინაიდან გუშინ ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ უთხრა უარი ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას. ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე, ასეთი ხელისუფლება საქართველოში დამარცხდება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის. მინდა ასევე შევეხო კორცხელის თემას. იქ რაც მოხდა, თავისი სისასტიკით, თავისი ცინიზმით სცილდებოდა ყოველგვარ ფარგლებს. ქართულმა ოცნებამ გუშინ მოაწყო სისხლიანი ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ. მაგრამ ამომრჩეველმა ამას გასცა პასუხი გუშინვე კორცხელში, როცა მხარი დაუჭირეს ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ბაქრაძემ.

2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე ენმ-მა ოთხი ოლქიდან, სადაც კანდიდატები ჰყავდა დაყენებული, 2 - ოზურგეთი (ნასაკირალი) და ზუგდიდი მოიგო. კორცხელის თემის ამომრჩეველმა სწორედ ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა მხარი და ოპოზიციურმა პარტიამ ქართულ ოცნებას 10 ხმით მოუგო.

კომენტარები