22 მაისის შუალედური არჩევნები

მდინარაძე: საარჩევნო უბანზე იყვნენ ქართული ოცნების წევრი სპორტსმენები

მამუკა მდინარაძე
2030.news

პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბოჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კორცხელში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოაწყვეს პროვოკაცია. მდინარაძის თქმით, "ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფის წევრები" გიგა ბოკერიას დავალებებს ასრულებდნენ.

"დღეს გამოჩნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის გიგა ბოკერიას პარტია და კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი ხელწერა, ბოკერიას კლანმა გაიმარჯვა მიშას კლანზე. ეს დადასტურდა ვაშაძის ამ პარტიიდან წამოსვლითაც, ეს გამოჩნდა „ნაცების" ათეულითაც, რომ იქ გადაწყვეტილებების მიმღები არის ბოკერია. არჩევნები დღეს ტარდებოდა ბევრგან, მაგრამ დაპირპისრება მოხდა იქ, სადაც იყო ბოკერია და მისი ჯგუფი, ეს არის მისი ხელწერა. მიშას პარტია გადაიქცა ბოკერიას პარტიად. ზონდერჯგუფის წევრები, ზაზა კედელაშვილის მეთვალყურეობით, გიგა ბოკერიას მითითებით არეულობის მოწყობას გეგმავდნენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"მინდა წარმოგიდგინოთ ზონდერჯგუფის წევრები, რომლებიც ზაზა კედელაშვილის ხელმძღვანელობით, გიგა ბოკერიას მითითებით, არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. ესენი არიან: რუსლან შამახია, სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი; ვლადიმერ სხულუხია, "თავისუფალი ზონის“ წევრი, რომელიც 2012 წლამდე ზუგდიდის საკრებულოში მუშაობდა; თენგიზ ჭანია, ასევე ზონდერი; ანრი ბიჭინოვი; ილია მარტყოფლიშვილი; ირაკლი ჭანტურია და თეიმურაზ ლუთიძე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, საარჩევნო უბანზე იყვნენ ქართული ოცნების წევრი სპორტსმენები. "ეს ზონდერები მივიდნენ მათთან და შეურაცხყოფა მიაყენეს, არა მარტო მათ, არამედ ადგილობრივ მოსახელობას, ჟურნალისტებსაც. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, ეს კარგი არ არის, მაგრამ ამის ინიციატორები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები", - განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები