22 მაისის შუალედური არჩევნები

ენმ: ეს არის დიდი წერტილის დასმა მშვიდობიანი არჩევნების პერსპექტივისთვის

ადგილობრივი ხელისუფლება სინქრონში მოქმედებს ამ ზონდერჯგუფებთან, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დავალება აქვთ მიღებული მთავრობისგან. სხვანაირად, წარმოუდგენელია ის, რაც ახლა იქ ხდება, და ხდება ახლაც, არაფერი ამოწურული არ არის. მოხდება საღამოს რვა საათამდეც და მას მერეც, იმიტომ, რომ ეს ჯგუფები იქ არიან, არსად არ წასულან, არიან შეიარაღებულები, უკიდურესად აგრესიულები, სათითაოდ დასდევენ ადამიანებს და უსწორდებიან ფიზიკურად. ეს არის დიდი წერტილის დასმა მშვიდობიანი არჩევნების პერსპექტივისთვის ამ ქვეყანაში. ეს არის კატასტროფული ვითარება და თუ ჩვენ ამ ვითარებით მივედით 2016 წლის არჩევნებამდე, ჩვენ, მთელი ქვეყანა ამ ხელისუფლების გამო გადავიჩეხებით. მოვუწოდებთ მთავრობას, სასწრაფოდ გამოიყვანონ რკინის კასტეტებით შეირაღებული ორკები, მიიყვანონ პოლიცია და დაამყარონ წესრიგი. მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც იქ ხდება, ეკისრება საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ კვირიკაშვილს და მის მბრძანებელ ბიძინა ივანიშვილს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი კორცხელში, საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერებზე თავდასხმაზე

კომენტარები