სამარცხვინოა განცხადება ცესკოს თავმჯდომარისა, რომელმაც ორივე მხარეს მოუწოდა სიმშვიდისკენ. ერთის მხრიდან, იქ იყვნენ ჩასული პოლიტიკოსები, მეორეს მხრიდან კი, ჩვეულებრივი, ნამდვილი სადამსჯელო ზონდერ ბრიგადა, რომელიც თავს დაესხა, ფიზიკური ანგარიშსწორება მოუწყო ხალხს. ორივე მხარეს კი არ უნდა მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ, არამედ პირდაპირი მოვალეობა უნდა შეასრულოს ცესკოს თავმჯდომარემ, დაუკავშირდეს პოლიციას და განმუხტოს უბნის გარეთ სიტუაცია. ეს ახლაც არ არის გაკეთებული. ადგილობრივი ხელისუფლება სინქრონში მოქმედებს ამ ზონდერჯგუფებთან, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დავალება აქვთ მიღებული მთავრობისგან. სხვანაირად, წარმოუდგენელია ის, რაც ახლა იქ ხდება, და ხდება ახლაც, არაფერი ამოწურული არ არის. მოხდება საღამოს რვა საათამდეც და მას მერეც, იმიტომ, რომ ეს ჯგუფები იქ არიან, არსად არ წასულან, არიან შეიარაღებულები, უკიდურესად აგრესიულები, სათითაოდ დასდევენ ადამიანებს და უსწორდებიან ფიზიკურად.
tbl.ge/1pbk
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი კორცხელში, საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერებზე თავდასხმაზე.
ამავე თემაზე
- ხიდაშელი: კორცხელის ინციდენტში რიგითის მონაწილეობის საკითხს გენშტაბი სწავლობს
- ხიდაშელი: რაც კორცხელში ვნახეთ, ეს არის გზა ქაოსისკენ
- სოფელ კორცხელში მიღებული ხმების დათვლის შემდეგ შედეგი იგივე დარჩა
- ჭიაბერაშვილი: შეიძლება კომისიას ივანიშვილისგან აქვს ბრძანება, რომ შედეგი დადონ
- სოფელ კორცხელში მიღებულ ხმებს თავიდან დაითვლიან