22 მაისის შუალედური არჩევნები

კალაძე: ენმ პროვოკაციებს აწყობს და ცდილობს, ხელოვნურად დაძაბოს სიტუაცია

არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ქართული ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ აბსოლუტურად ყველა უბანზე. სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცდილობენ, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია გარკვეულ უბნებზე, აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას. მოვუწოდებთ ოპონენტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ინტერესებშია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში. საქართველომ და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც 2012 წლის მერე, ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებული ყველა არჩევნები.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე შუალედური არჩევნების მიმდინარეობასა და სოფელ კურცხალში დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, კურცხალში, საარჩევნო უბანთან, ენმ-ის ლიდერებს სცემეს. ოპოზიციის ინფორმაციით, პოლიცია არაერთი გამოძახების მიუხედავად, ტერიტორიაზე არ გამოჩენილა.

კომენტარები