ე.წ. კაბელების საქმე

პრეზიდენტი: განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდები ე.წ. კაბელების საქმეს

არ უნდა ფიგურირებდეს პრეზიდენტის, ან პრემიერმინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის, მაღალი თანამდებობის პირების კომენტარები, ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ამ საკითხზე არცერთხელ პოზიცია არ დამიფიქსირებია, თუმცა, კითხვის ნიშნები პოლიტიკური ელფერის თაობაზე დაფიქსირდა საზოგადოების მხრიდან, იმიტომ, რომ არაერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ თავისი აზრი ამ საკითხზე გამოთქვა... ამ საქმის ვექილები აპირებენ, რომ აპელაციაში შეიტანონ ეს საქმე, შესაბამისად, მეც არ მინდა, რომ დავასწრო მოვლენებს, მე განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდები ამ საქმის მიმდინარეობას.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე, ტელეკომპანია რიონის ეთერში.

კომენტარები