სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილში პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 604 747.5 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან ყველაზე მეტი - 268 500.5 ლარი საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა მიიღო, ქართულმა ოცნებამ 149 020, ხოლო ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა 124 000 ლარი.
ლეონიდ ჩერნოვეცკის გაერთიანებამ ბედნიერი საქართველოსთვის შემოწირულობის სახით 46939 ლარი მიიღო, რესპუბლიკელებმა - 1131, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 900, კონსერვატორებმა 120.
შემოწირულობები მიიღეს ასევე გაერთიანებებმა საქართველოს მშვიდობისთვის, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია. დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს აპრილში შემოწირულობა არ მიუღიათ.