საყოველთაო ჯანდაცვა

სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვაში არაფერი იცვლება, პრემიერს არ დაუზუსტებია

არსებული ლოგიკით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს საყოველთაო ჯანდაცვა ქვეყანაში, მისი მოსახლეობის 100%-ზე გაავრცელოს ისეთი სისტემა, რომელიც ასივე პროცენტს დაიცავს ძირითადი ჯანდაცვის რისკებისგან. ნაწილობრივ ეს შეიძლება, იყოს საბიუჯეტო ხარჯებით და ნაწილობრივ ისეთი რეგულაციებით, რომლებიც უზრუნველყოფს საყოველთაო მოცვას. ჩვენს შემთხვევაში ლოგიკა ასეთია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული საყოველთაო ჯანდაცვით ვერ სარგებლობს ის, ვისაც აქვს კორპორაციული დაზღვევა. ეს ლოგიკა ნარჩუნდება დღეისათვისაც და რაოდენობა ასეთი ადამიანების არის ნახევარ მილიონზე მეტი. თუმცა, იმის გამო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ბაზების დეტალური განახლება, აღმოჩნდა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი ადამიანი, ვინც დაკარგა კორპორაციული და ვერ შეიძინა საყოველთაოს სრული პაკეტი და პირიქით, ის, ვისაც ჰქონდა საყოველთაო, შეიძინა კორპორაციულიც და ახლა სარგებლობს ორივეთი. უნდა გასწორდეს ეს შეუსაბამობა. სხვა დანარჩენი ძირითადი ლოგიკა იქნება ისეთივე, როგორიც არის საყოველთაოს კონცეფციაში. რა თქმა უნდა, ჩემსა და პრემიერს შორის რაიმე განსხვავებაზე საუბარი არ არის. უბრალოდ, მას არ მიეცა იმ ფორმატში დაზუსტების შესაძლებლობა. საყოველთაო იქნება საყოველთაო, არ დაბრუნდება მიზნობრივში.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე.

კომენტარები