ნებისმიერ მინისტერიალზე, ნებისმიერ სამიტზე, ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელიც NATO-საქართველოს ფორმატში ტარდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ამ [NATO-ში გაწევრიანების] საკითხს. რაც შეეხება ვარშავის სამიტს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მთავრობის გადასაწყვეტია, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები. დეკემბრის მინისტერიალზე მე წარვადგინე მრავალპუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან კონკრეტული, ძალიან ცალსახაა. ჩვენ, ყველანი ერთად - პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მე, ქვეყნის პრეზიდენტი, ყოველდღიურ რეჟიმში ვიბრძვით და ვცდილობთ, რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი შედეგი მივიღოთ, ანუ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დაკმაყოფილდეს ყველა პუნქტი, რომელიც ჩვენს მოთხოვნაშია წარდგენილი, რომელიც ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის ძალის შეკავების გაძლიერებას.
tbl.ge/1495
დაკოპირდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვარშავის სამიტზე, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე, პირველი არხის ეთერში, გადაცემა მოამბეში.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ელჩ კევინ ჰამილტონს შეხვდა
- პრობლემა NATO-შია, თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს – პაპუაშვილი ანგარიშზე
- შარმანაშვილი NATO-ზე: უმადურია, დიახ
- რუტე: გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება
- ვინიკოვი: ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში




