საყოველთაო ჯანდაცვა

ჭიაბერაშვილი: კვირიკაშვილი საყოველთაო ჯანდაცვაში შექმნილ პრობლემებს აღიარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრემიერი ენმ-ის მიდგომას ჯანდაცვის საკითხზე დაეთანხმა, როცა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღიარა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფინანსური პრობლემები აქვს.

"გასულ კვირას პრემიერმა კვირიკაშვილმა აღიარა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფინანსური პრობლემები აქვს და ცვლილებას საჭიროებს. იგი დაეთანხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიდგომას, რაც გულისხმობს: ჯანდაცვაზე გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები ისე გადანაწილდეს, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მიიღონ ჯანდაცვის უფრო სრულყოფილი პაკეტი.

კვირიკაშვილი ასევე ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის მიდგომას, რომ მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებმა თავად შეიძინონ ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ასეთი პირების მონაწილეობა ფულს სწორედ გაჭირვებულ ადამიანებს აკლებს, რაც დაადასტურა კიდეც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები